ტასკიგი – საშინელი ფურცელი ამერიკის ისტორიიდან

40 წლის განმავლობაში აშშ-ში ადამიანებზე მასშტაბური ექსპერიმენტები ტარდებოდა. ალაბამას ფერადკანიან მოსახლეობას სიფილისით აავადებდნენ ისე, როგორც ლაბორატორიის ვირთხებს ექცევიან ხოლმე. 6 ათასი ადამიანი ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან ერთმა მიიღო პლაცებო, მეორემ კი – დარიშხანი. ექსპერიმენტის მიზანი იყო, მეცნიერები დაკვირვებოდნენ დაავადების მიმდინარეობას, კვლევის სამიზნეების სიკვდილს და არა მათ მკურნალობას. ეს საშინელება 30-იანებიდან 70-იან წლებამდე ხდებოდა.

როგორ ჩაერთო ტასკიგის მოსახლეობა ექსპერიმენტში

1932 წელს ალაბამას შტატის პატარა ქალაქში გამოჩნდა განცხადება უფასო სამედიცინო გამოკვლევაში მიწვევის შესახებ. სახელმწიფო, ექიმების სახელით, ტასკიგის მოსახლეობას ანალიზების ჩაბარებას და მკურნალობის მიღებას სთავაზობდა. ნებადართული იყო მთელი ოჯახით მისვლა. იმ დროს კი ქალაქში სიფილისი მძვინვარებდა. ადგილობრივი ღარიბები საკვების უკმარისობით, ანტისანიტარიის და მედიცინასთან მიუწვდომლობით იტანჯებოდნენ.

ტასკიგი ჩამორჩენილ ქალაქად მიიჩნეოდა. ადგილობრივები მოხარულები იყვნენ უფასო სამედიცინო მომსახურების მიღებით. ისინი ვერც კი ეჭვობდნენ, რომ მათ მკურნალობას არავინ აპირებდა. სახელმწიფოსთვის ისინი სახარჯო მასალად იქცნენ. ქალაქი კვლევით პოლიგონად გადაიქცა. ექიმები ადგილობრივებს 40 წლის განმავლობაში სიფილისით აავადებდნენ. ეპიდემია პენიცილინის აღმოჩენის შემდეგაც კი მძვინვარებდა, რომლითაც მთელი სამყარო წარმატებით იკურნებოდა დაავადებისგან.

ადგილობრივი მოსახლეობა დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციაში მოექცა, რათა მათ სხვა ექიმებისთვის არ მიემართათ.

არაადამიანური ექსპერიმენტის მიზანი და მეცნიერთა გეგმები

ამერიკის ხელისუფლებას ოფიციალურად რომ არ ეღიარებინა ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება, მაშინ ტასკიგის ტრაგედია შეთქმულების თეორიად გამოცხადდებოდა. 1997 წელს ბილ კლინტონმა, რომელიც მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი იყო, ქალაქის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა ამერიკის სახელით. ეს საიდუმლო პროექტის გაშვებიდან 67 წლის შემდეგ მოხდა.

შორეულ 1932 წელს ქვეყნის სამხრეთ შტატებში სიფილისის ეპიდემია მძვინვარებდა. მოსახლეობის დაუცველი ფენა ყველაზე მეტად იტანჯებოდა, რაც კანონზომიერებას წარმოადგენს. არავის აინტერესებდა ისინი და ფერადკანიანები. მაგრამ კიდევ უარესია ის, რომ მათი პრობლემები ექიმებისთვისაც არაფერს ნიშნავდა. მდიდარი პაციენტები ძალიან დიდი ყურადღებით სარგებლობდნენ. მათ უსმენდნენ, იკვლევდნენ, მკურნალობდნენ. ღარიბები და შავკანიანები კი კვდებოდნენ. არ არის გასაკვირი, რომ ტასკიგის მოსახლეობა ბედნიერებით შესციცინებდა ქალაქში ჩამოსულ ექიმებს. კლარკ ტელიაფერის ხელმძღვანელობით, მედიკოსები ექსპერიმენტის მონაწილეებს ჰპირდებოდნენ უფასო მგზავრობას და მკურნალობას. პაციენტის სიკვდილის შემთხვევაში, ისინი მზად იყვნენ სასაფლაოზე ადგილი საფასურის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისთვის. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა.

თუმცა, მკაცრი რეალობა კეთილ განწყობებზე უფრო უარესი აღმოჩნდა. დიდი დეპრესიის დროს ხელისუფლებას მეცნიერებისთვის დრო არ ჰქონდა. პროექტი დაფინანსების გარეშე დარჩა და დახურვის წკიპზე იყო. ვითარება ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად შეიცვალა. ჯგუფის ახალი ლიდერი – ოლივერ ვენგერი, გაცილებით ცინიკური აღმოჩნდა. უცნობია რა გზით მოიზიდა ახალი ინვესტიციები, მაგრამ კვლევები 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

1972 წელს ვენეროლოგმა, პიტერ ბაქსტერმა ნაბიჯი გადადგა და Washington Post-ის ჟურნალისტს მოუყვა ამ არაადამიანური ექსპერიმენტის შესახებ. ამბავმა მთელი ამერიკა შეძრა. კონგრესმა სპეციალური კომისია დააარსა. კომისიამ კვლევას ანტიჰუმანური უწოდა.

იმ დროისთვის 600 დაავადებულიდან, ცოცხალი მხოლოდ 74 დარჩა. სიფილისმა მხოლოდ 28 პაციენტი მოკლა. კიდევ 100 მოსახლე გართულებების შედეგად დაიღუპა. ექსპერიმენტულმა „მკურნალობამ“ რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბევრმა დაზარალებულმა 1972 წლამდე ვერ იცოცხლა შელახული ჯანმრთელობის გამო. დაზარალდნენ ასევე საკვლევი ადამიანების ოჯახის წევრებიც. ცოლები ავადდებოდნენ სიფილისით, ბავშვები იბადებოდნენ ამ დაავადებით. ხალხმა არ იცოდა რით იყო დაავადებული. ექიმები მათგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები