„ისტორია მე გამამართლებს“ – ფიდელ კასტროს დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე
პლანტატორის შვილი, პროფესიით ადვოკატი – მოწოდებით რევოლუციონერი და კუბის პრემიერ-მინისტრი – ყველაფერს ამას ერთი პიროვნება, ფიდელ კასტრო აერთიანებს.
„მე ვამთავრებ ჩემს სიტყვას, მაგრამ მე არ ვიქცევი ისე, როგორც სხვა ადვოკატები, რომლებიც დამქირავებლის გათავისუფლებას ითხოვს. მე ამას ვერ მოვითხოვ, როდესაც ჩემი მეგობრები პინოსის კუნძულზე იტანჯებიან. გამგზავნეთ მეც მათი ბედის გასაზიარებლად. ყველამ ვიცით, რომ ალალი ადამიანები ან უნდა დაიღუპნონ, ან ციხეში ისხდნენ ისეთ რესპუბლიკაში, რომელსაც დამნაშავე და მძარცველი მართავს… მე ვიცი, რომ ციხე ჩემთვის მძიმე გამოწვევა იქნება, ისეთი, როგორიც არავისთვის არასდროს ყოფილა. ჩემთვის ის სავსეა მუქარით, მდაბალი და მხდალი სისასტიკით, მაგრამ მე არ მეშინია ციხის, ისევე როგორც არ მეშინია ამაზრზენი ტირანის რისხვისა, რომელმაც ჩემი 70 ძმა მოკლა. დამსაჯეთ მე. ამას არანაირი აზრი არ აქვს. ისტორია მე გამამართლებს.“
ამ სიტყვებით 1953 წლის 16 ოქტომბერს ფიდელ კასტრო დაამთავრა დაცვის სიტყვა სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. ფიდელსა და მის მეგობრებს ადანაშაულებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში: მათ ყაზარმების აღება უნდოდათ მონკადში, იმედი ჰქონდათ საყოველთაო აჯანყებას მოაწყობდნენ კუბაზე დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას წინააღმდეგ.
ტრიბუნალის განაჩენი სასტიკი იყო – 15-წლიანი ციხე. ფიდელმა განაჩენს მშვიდად მოუსმინა. მან არ იცოდა, რომ თითქმის ორიოდე წელში საყოველთაო ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლებდნენ, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი, შეიარაღებული დაჯგუფების სათავეში კუბაზე გაემგზავრებოდა, ხოლო კიდევ სამი წლის შემდეგ ახალი კუბის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.