ჯუანშერ ბურჭულაძე: ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, არის საუკეთესო კვება, ამაზე უკეთესი საქართველოში არასოდეს ყოფილა

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, არის საუკეთესო კვება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქართულ ჯარში ამაზე უკეთესი პირობები არასოდეს ყოფილა.

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პრემიერის პოლიტიკა იყო და შემდეგ გაგრძელდა ეს პოლიტიკა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, ყველაზე მყარი არგუმენტი არის ის, რომ 40%-ით გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი. 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20%-ით ამ წლის იანვრიდან თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. სხვა პირობებს რაც შეეხება, დღეს ჯარში საუკეთესო კვებაა, ამაზე უკეთესი საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა არის ისეთი, რომ ალბათ ბევრი ნატოს ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას. იციან ჩვენმა ჯარისკაცებმა, რომ შავი კამპანიის დასაწყისი იყო ის, თუ რატომ აჭამეს ახალ წელს ჯარისკაცებს ხორციო და ამის გაგრძელებაა – რატომ აჩუქეს ჩვენს გმირებს საჩუქარი და ა.შ. ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ეს იწვევს ზუსტად აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს ჯარში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები