სოფელ ბაკურციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა ერთსართულიანი სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.