საჩხერის მერიის ორგანიზებით, ფუტსალის ტურნირი გაიმართა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფუტსალში მუნიციპალური ტურნირი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს მერია VS სასპორტო სკოლისა და საკრებულო VS საჩხერეგაზის გუნდები შეხვდნენ.
დაძაბულ ორთაბრძოლაში პირველი ადგილის მფლობელი საჩხერეგაზის გუნდი “აირი” გახდა, მეორე ადგილი – საკრებულოს გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი სასპორტო სკოლამ დაიკავა.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები:
საუკეთესო მეკარე – ზაქრო ჭიტაძე
საუკეთესო მცველი – ვაკო ფარქოსაძე
საუკეთესო ნახევარმცველი – გეგა ხვედელიძე
საუკეთესო თავდამსხმელი – ზურა იაკობიძე
საუკეთესო გოლის ავტორი – თორნიკე ჭიღლაძე
ტურნირის აღმოჩენა – თემურ კაპანაძე
საუკეთესო ბომბარდირი – ტატო კერესელიძე
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ონისე გვეხიძე
I, II და III ადგილოსან გუნდებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან თასი და ფულადი პრიზები – 1000, 800 და 500 ლარის ოდენობით გადაეცათ, ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები სიგელებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ.