ავთანდილ თალაკვაძე: „დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის – „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ განხორციელება

დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, ოზურგეთისთვის მომზადებული პროექტების პირველი პრეზენტაცია შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ.

„დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის – „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ განხორციელება, რომელიც გულისხმობს არსებული შენობების და საჯარო სივრცეების რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას. მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს საინტერესო შეხვედრისთვის. არაერთი შთამბეჭდავი პროექტი იყო წარმოდგენილი ოზურგეთისთვის და გვაქვს მოტივაცია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ეს პროექტები განვახორციელოთ“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები