ბაიდენი: ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ რუსეთის გარდა არავისთვისაა სასარგებლო

„სამშვიდობო გეგმა“ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთმა წარადგინა, არავისთვისაა სასარგებლო გარდა რუსეთისა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში.

„მე ამ გეგმაში ვერაფერი დავინახე იმის დამადასტურებელი, რომ მისი შემცველობა რუსეთის გარდა ვინმესთვის სასარგებლო იყოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

გარდა სამშვიდობო გეგმის კრიტიკისა ბაიდენმა კატეგორიულად უარყო იდეა მშვიდობიანი მოლაპარაკებისა ომში ჩინეთის მხრიდან, მან ამას ირაციონალური უწოდა.

„იდეა იმის შესახებ, რომ ჩინეთი ჩაატარებს მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, რაც აბსოლუტურად უსამართლობაა უკრაინის მიმართ, უბრალოდ ირაციონალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ჩინეთმა წარადგინა „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინის ტერიტორიაზე ომის რეგულირების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები