გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, ამერიკის უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში უფრო მეტი ხელშეკრულება გამოჩნდება სააკაშვილისა და მისი ოჯახის მიერ დადებული
დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა ამერიკის უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში უფრო მეტი ხელშეკრულება გამოჩნდება სააკაშვილისა და მისი ოჯახის მიერ დადებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლობისტური მცდელობები დარჩება მხოლოდ მცდელობებად, რადგან არანაირი რეალური საფუძველი ამ მცდელობებს არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ლობისტებს შეუძლიათ რაღაც არსებულის მიტანა ადრესატამდე და უკეთესად წარმოჩენა. თუ ეს რაღაც არ არსებობს, მაშინ ვერანაირი ლობისტი ვერ შეძლებს ამ პოზიციის გაძლიერებას – ასეა სააკაშვილის შემთხვევაში. მთელი საგა მისი ჯანმრთელობის შესახებ როგორც ვხედავთ დამყარებულია მონაგონზე და ტყუილზე, თვითდაზიანებაზე და მსგავს ქცევაზე. ამის გადათარგმნა რეალობად არცერთ ლობისტს არ შეუძლია. ამიტომ მე არ ვარ გაკვირვებული, რომ ლობისტურმა კომპანიამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ამიტომ მოხდა კონტრაქტის დასრულება“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.