საგარეჯოში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოში, სოფელ ანთოკში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცს სახის არეში ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები