“ეგ როგორ სცემდა?!” – რას ჰყვებიან 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრები

მცირეწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცის დედა მისი შვილის მხრიდან ბავშვზე რაიმე სახის ძალადობას გამორიცხავს.

ბებიის თქმით, მამას შვილზე ხელი არასდროს აუწევია.

“დღისით სახლში არ არის, 11-12 საათზე მოდის და ეგ როგორ სცემდა?! “ფეჩთან” იდგაო[ბავშვი], რომ გამოვიყვანეო, შევაშინეო, ხელი დავარტყიო და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო… სხვა დროს არ დაურტყია, არა” – განაცხადა ბავშვის ბებიამ.

ამავე აზრს იზიარებს დაკავებულის და, 2 წლის ბავშვის მამიდაც.

“არ მგონია – დაერტყა ან საჯდომზე ამოარტყამდა ან მკლავზე, თორემ სახეში დარტყმა არ იცოდა ჩემმა ძმამ… არც დაარტყამდა. როცა [ბავშვი] “ფეჩთან” მივიდა, ალბათ, მაგიტომ, დამწვრობები ჰქონდა და კიდევ რომ არ დაეწვა, გამოდიო, ალბათ, უთხრა და გამოიყვანა და დაარტყა,” – აღნიშნავს დაკავებულის და.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს დედა ძალადობდა მცირეწლოვან შვილზე, ბავშვის ბიძა კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მისი სიძის ოჯახის ბრალდებები ცრუ და უსაფუძვლოა.

2 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბებიამ შვილიშვილის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. მაშინ ბებია ამტკიცებდა რომ მის შვილიშვილზე დედა ძალადობდა.

ცნობისთვის, მცირეწლოვანი გუშინ გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ის მალევე თბილისის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარს შს სამინისტრო სსკ-ის 126-ე მუხლით იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები