გურჯაანის პოლიციამ ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვის მამა დააკავა

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვის მამა დაკავებულია. ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მცირეწლოვანი მრავლობითი დამწვრობით გურჯაანიდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს. ის “ჯეოჰოსპიტალსის” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტენსიური მონიტორინგის ქვეშაა.

ძალადობის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, როცა ბებიამ 2 წლის გოგონას სხეულზე დამწვრობის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა.
ბებია ამტკიცებდა რომ ბავშვზე მისი დედა ძალადობდა, თუმცა, აღნიშნული არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები