სურამის-კვანძი საქასრიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სურამის-კვანძი საქასრიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.