2 წლის ბავშვი, რომელზეც სავარაუდოდ დედა ძალადობდა, გურჯაანიდან თბილისში გადმოჰყავთ
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 2 წლის ბავშვი, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოში მრავლობითი დამწვრობით შეიყვანეს, თბილისში გადმოჰყავთ.
როგორც ჯეოჰოსპიტალსის ექიმები ამბობენ, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, მცირეწლოვნის ბებია ამბობს, რომ მის შვილიშვილზე დედა სისტემატურად ძალადობდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ოჯახში ძალადობის მუხლითაა დაწყებული.