ბაკურ ავსაჯანიშვილმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
დამოუკიდებელ საქართველოში, პირველი სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უმაღლესი სამხედრო, პოლიტიკური და ზნეობრივი მაგალითები აჩვენეს, – ამის შესახებ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
“იუნკრებმა თავად გამოთქვეს სურვილი ომში ჩაბმისა და კოჯორ-ტაბახმელას მიმდებარედ, ფრონტის ხაზთან, ყველა პოზიციური ბრძოლა მოიგეს. გამოავლინეს არნახული საშემსრულებლო სამხედრო დისციპლინა, თავგანწირვის მაგალითები სახალხო გვარდიის მეომრებისა და მთელი ერისათვის.
არ დათმეს არც ერთი მტკაველი ქართული მიწა, მხოლოდ პოზიციები, მას შემდეგ, რაც გენერალიტეტისგან მიიღეს ბრძანება.
დღეს, იუნკერებს და გიორგი კვინიტაძეს განსაკუთრებული სიამაყით გაიხსენებს სამხედრო აკადემია, რომელიც პირველი რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის სამართალმემკვიდრეა.
ვისურვებდი, იუნკერების თავგანწირვისა და სიყვარულის მაგალითებზე აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოს შექმნის”, – თქვა ავსაჯანიშვილმა.