ქორწინების მიზნით ახალქალაქში გოგო მოიტაცეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში, ქორწინების მიზნით, გოგო მოიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე ახალგაზრდამ მოიტაცა.
მომხდარზე პოლიციას გოგოს ახლობლებმა შეატყობინეს.

შსს–ში “კვირას” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ–ს 143–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ვადით 7–დან 10 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები