პოლონეთში ქართველი დააკავეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში, პოზნანის პოლიციის თანამშრომლებმა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ.

ამავე ინფორმაციით, ბრალდებულები ფულს ხანდაზმულ ადამიანებს სძალავდნენ. დაკავებულებს შორისაა 44 წლის ქართველი მამაკაცი.

ოთხივე დაკავებულს ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიცია სხვა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებას და შემდგომ დაკავებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები