ესებუას საქმის პროკურორი: დაზარალებულებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა თანხას

დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა თანხას, – ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა, მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს კიდევ რამდენიმე ათეული მოწმე ჰყავს, რომლებიც ეტაპობრივად წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

,,დაიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები. დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ მძევლები იყვნენ, ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს. პირები, რომლებიც იყვნენ მძევლები და პირველი სართულიდან, მეოთხე სართულიდან, მესამე სართულამდე ჩამოიყვანა თავდამსხმელმა. მათი თანდასწრებით ხორციელდებოდა დაკავშირება მედია საშუალებებთან, მათ შორის 112-თან, მათ ცალსახად დაადასტურეს. რაც მოვისმინე, ეს პირი ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლის დაკავშირებას, ეს ხელისუფლების გავლენიანი პირი ამ შემთხვევაში იყო პოლიციის უფროსი, რომელიც მას დაუკავშირდა. მას მოსთხოვა უშუალოდ თანხა 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხას“, – თქვა მირანდა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები