„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ყოფილმა მძევლებმა “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის დღე გაიხსენეს.
“მახსოვს, მითხრა – რა გატირებსო, ერთ დღეს ხომ მაინც მოკვდებიო და რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოკვდებიო… ძალიან ცუდად ვიყავი. მერე გოგოებმაც უთხრეს, ცუდად არის, გაუშვიო, გაითვალისწინა და გამიშვა”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ყოფილმა მძევალმა სასამართლოზე.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს პოლიციამ ჯიხაშკარში დააკავა.