ზუგდიდში ბადრი ესებუას სასამართლო იმართება – პროცესს ბრალდებულიც ესწრება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული ესებუაც ესწრება.
დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები დაიკითხებიან. საუბარია 9 პირზე, ვინც ესებუას მძევლად ჰყავდა.
დღესვე დაცვის მხარემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ბრალდების მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. ადვოკატის ინფორმაციით, ისინი მზად არიან, ბრალდებულისთვის ნიმუშების აღება მოხდეს, თუმცა, პროცესში ჩართავენ საკუთარ სპეციალისტს. საუბარია ბრალდებულისთვის ფონოსკოპიური, ოდოროლოგიური ნიმუშების აღებასა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომლის შუამდგომლობაც ბრალდების მხარემ წინა სასამართლო სხდომაზე დააყენა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა 2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს პოლიციამ ჯიხაშკარში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.