ვახტანგ გომელაური: რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მიერ გასულ წელს ჩადენილი დანაშაულები, საერთო სტატისტიკური მონაცემების 0,5%-ს შეადგენს

პარლამენტში,  „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის  მოხსენებით გამოსვლისას ერთ-ერთი დეპუტატი რუსეთ-საქართველოს თემის კონტექსტში დაინტერესდა, რამდენად რისკ-ფაქტორის შემცველია ერთი წლის განმავლობაში ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულები.

„რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მიერ გასულ წელს ჩადენილი დანაშაულები, ომის დაწყებიდან, 2022 წელში, მთლიანად რომ ავიღოთ, ქვეყანაში მომხდარი დანაშაულის 0,5%-ია. რიცხოვნობით არის  რუსეთის 246 მოქალაქე, 314 დანაშაულზე დაიწყო დევნა და ბელორუსიის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა 18 საქმეზე. ასე რომ, კრიმინალის გაზრდა, მაგ კუთხით საფრთხე არ გვაქვს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ერთ-ერთი პარლამენტარის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები