კაცი, რომელმაც წვიმა გაყიდა

ჩარლზ ჰეტფილდი  კარიერის დასაწყისში სწავლობდა მეტეოროლოგიას, ფიზიკას, ქიმიას, ყიდულობდა ქიმიურ რეაგენტებს და ატარებდა ექსპერიმენტებს.

1902 წელს მან მიიღო 23 ქიმიური ნივთიერების საიდუმლო ნარევი, რამაც ნალექი გამოიწვია.

თავიდან ჩვეულებრივ ფსონებს დებდა. დროთა განმავლობაში ჰეტფილდმა წვიმის გაყიდვა დაიწყო ფულის სანაცვლოდ. მისი პოპულარობა გაიზარდა და მანაც გააფორმა ათასობით დოლარის ღირებულების კონტრაქტები.

1928 წელს ჰეტფილდმა დიდი დათვის ტბა შეავსო წვიმის წყლით. ერთი წლის შემდეგ მან ხანძარი ჩააქრო ჰონდურასში.

ჩარლზი გარდაიცვალა 1958 წლის 12 იანვარს, ფხვნილის საიდუმლო ფორმულის გამჟღავნების გარეშე. თავისი კარიერის განმავლობაში, ჰეტფილდმა 500-ზე მეტი წვიმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები