რა ბედი ეწია ზღაპრის გმირის, კრისტოფერ რობინის პროტოტიპს?

ბავშვებს, ისევე როგორც დიდებს, უყვართ ზღაპრები – ისინი ახალ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევენ, სადაც ბევრი სიკეთეა, თანაც ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს. ყველასათვის კარგად არის ცნობილი პერსონაჟი კრისტოფერ რობინი „ვინი-პუჰი-“დან, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ეს პერსონაჟი არ იყო გამოგონილი, არამედ შექმნილია ნამდვილი ბავშვის პროტოტიპით.

კრისტოფერ რობინი

კრისტოფერ რობინი ინგლისელი მწერლის, ალან მილნის ვაჟია. მოგვიანებით ის წერდა: „იყო ორი რამ, რაც ჩემს ცხოვრებას აფუჭებდა და რისგანაც თავი უნდა დამეღწია: მამაჩემის სიტყვები და „კრისტოფერ რობინი“.

მილნების ოჯახში გოგონას ელოდნენ, მაგრამ დაიბადა ბიჭი, რომელსაც მაინც გოგონასავით ზრდიდნენ. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან – დედა მხოლოდ საკუთარი თავით იყო დაკავებული, მამა – ხელოვნებით.

ბავშვი ძალიან კეთილი იზრდებოდა, ნერვიული და მორიდებული, დროის დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, ძიძასთან ერთად ატარებდა. მასზე ფსიქოლოგები ამბობდნენ, რომ ერთდროულად კრისტოფერ რობინის და „პიტაჩოკის“ პროტოტიპი იყო. ბიჭუნას საყვარელი სათამაშო იყო დათუნია „ტედი“, რომელიც მამამ მას პირველ დაბადების დღეზე აჩუქა.

დათვი მისი ერთადერთი მეგობარი და თანამოსაუბრე იყო, მოგვიანებით კი, ალან მილნის მთავარი პერსონაჟი გახდა.

კრისტოფერს მამასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაგრამ „დაუმეგობრდა“, როდესაც დედა თავის საყვარელთან გაემგზავრა სამი წლით. ამ დროს კრისტოფერი იხსენებს, როგორც ყველა ბედნიერს.

კრისტოფერი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და დაიჭრა. დედასთან არ ურთიერთობდა, უფრო სწორად, ის არ ურთიერთობდა კრისტოფერთან. დოროთი მილნიმ სიკვდილის წინაც არ მოისურვა ვაჟთან გამომშვიდობება. ომის შემდეგ კრისტოფერი დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, მამის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიც მათ შთამომავლობაზე დარდობდა. დარდი უსაფუძვლო არ აღმოჩნდა, კრისტოფერს შეეძინა ქალიშვილი ცერებრალური პარალიზებით, მაგრამ ალან მილნი ვერ მოესწრო შვილიშვილს, ის მის დაბადებამდე 3 წლით ადრე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები