გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად, ვაკის რაიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ამჯერად გზის საფარის მოწესრიგება ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად ქუჩაზე, სადაც გრუნტის გზაა, დაიგება ასფალტის საფარი.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი კი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის მთავარ მოსარგებლეზე – თითოეულ მოქალაქეზე.

ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსისა და ჟღენტის ჩიხის N5-N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს ადრე არსებული გრუნტის გზის ასფალტის საფარით შეცვლა. ორივე ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები 2500კვ. მეტრამდე ფართობს მოიცავს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. გზების რეაბილიტაციას, გამგეობის დაკვეთით, შპს “ლუკრი” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები