ზაალ გელაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ ივლიტაში ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ ივლიტაში ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – პროექტის ფარგლებში, ეწყობა 18 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი. მომდევნო ეტაპზე, სოფელში დაგეგმილია კიდევ ერთი ხიდის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე – 14 მეტრი, სიგანე კი 7 მეტრია.

“დღესვე, რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ სხვილისში, მდინარე ფოცხოვისწყალზე მდებარე 74 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს. აღნიშნული ხიდი, სოფელ სხვილისს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს და მისი რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 158 845 ლარით ფინანსდება.

რეგიონში მიმდინარე პროექტებს, რწმუნებულთან, მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, რწმუნებულის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაეცნენ,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები