საგარეჯოში ავარიისას დაღუპულები, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამი ადამიანი, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულთა შორის არის მცირეწლოვანიც.

შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალში” არის გადაყვანილი.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, რა დროსაც საგარეჯოდან მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე ამ წუთებშიც საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები