ბათუმში, ზღვაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროდან დაახლოებით 30 მეტრში უცნობი საგანი აფეთქდა, რომელიც შესაძლოა, წყალქვეშა ნაღმი იყოს.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.