ხობში ქალის ცხედარი იპოვეს – სავარაუდო მკვლელი ქალია

ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანებები აღენიშნება.

“კვირას” ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავე ქალია და ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

​როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლითაა დაწყებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები