სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა.
ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამიშაოები მიმდინარეობს N 23 და N 40 ქუჩებზე, პარარელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 21-ე ქუჩიდან ჭაგნის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზა ჯიხაიშს რამდენიმე სოფელთან დააკავშირებს.
სტიიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ამ ეტაპზე დაზიანებილი მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების აღდგენა მიმდინარეობს.
მთლიანად იცვლება სახურავი სოფელ ვაზისუბანში არსებულ ორ მრავალბინიან კორპუსში.
მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარ დეპუტატათან, ილია მჟავიასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოხატეს, სტიქიის სალიკვიდაციოდ დროული რეაგირებისთვის, ასევე სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე მერიდან სრული მხარდაჭერა მიიღეს. როგორც მერმა განმარტა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა პრობლემა და ადგილობრივების თხოვნა გათვალისწინებული იქნება.