შალვა პაპუაშვილი: იმუქრებიან, არავის მივცემთ უფლებას – სააკაშვილს დამნაშავე უწოდონო, უნდათ, რომ წარმოადგინონ დემოკრატიის შუქურად – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სიტუაციის აბსურდულობას

„დღეს, როცა საუბარია შეწყალებაზე, ამნისტიაზე, სხვა მექანიზმის მოფიქრებაზე, რომ სააკაშვილი როგორმე დაიხსნან ციხიდან, არც კი აქვთ სურვილი, რომ იოტისოდენა სინანული მაინც აჩვენოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ 9-წლიანი რეჟიმის გამო, რომელიც მათ შექმნეს და არ არის იოტისოდენა სიგნალი და სურვილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ სინანული აჩვენოს საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები სიტუაციის აბსურდულობას აჩვენებს.

“პირიქით, იქით იმუქრებიან, არავის მივცემთ უფლებას მიხეილ სააკაშვილს დამნაშავე უწოდონო და ა.შ. უნდათ რომ წარმოადგინონ დემოკრატიის შუქურად. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს მთლიანად სიტუაციის აბსურდულობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები