ჭიანჭველების სახლი – როგორ ცხოვრობს მუმბაის ნაწილი

ინდოეთის ქალაქი მუმბაი, რომელშიც, დაახლოებით, 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში. აქ სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის ადამიანები ცხოვრობენ. მრავალსართულიანი სახლები ძველი, დაბალი სახლების გვერდით არის აშენებული. მუმბაიში ბინის ქირა 5-დან 2000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
უძველესი დროიდან მუმბაის ტერიტორია შედგებოდა 7 კუნძულისაგან, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ოლქებად გადაიქცა. თითოეულ ტერიტორიას აქვს საკუთარი მახასიათებლები და განსხვავდება ერთმანეთისგან ცხოვრების დონისა და ტურისტების რაოდენობის მიხედვით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები