მამუკა ოთიაშვილი – საგარეჯოში დაჭრილებზე: ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მესამე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულებს, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ. ექიმის ინფორმაციით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მესამე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ორი პაციენტის მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმეა, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, შედარებით უკეთ არის. პატარა წინსვლები გვაქვს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქირურგმა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია 5 ადამიანი. 2 პაციენტი ბინაზე უკვე გაწერეს. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები