“შუქურას” ფეხბურთელებმა ქობულეთის მერიასთან, ხელფასის მიღების მოთხოვნით, აქცია გამართეს

ქობულეთის მერიასთან კლუბ „შუქურას“ ფეხბურთელებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, საფეხბურთო კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო, საწვრთნელი პროცესი შეაჩერა. ფეხბურთელების თქმით, ხელფასი რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.

აქციის მონაწილეები ქობულეთის მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მიმართავენ და ამბობენ, რომ საფეხბურთო კლუბის დაშლის საფრთხე არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები