ჯონ როკფელერი და ლაურა სპელმანი – მილიარდები, მკაცრი ეკონომია და 50-წლიანი ოჯახური იდილია

ჯონ როკფელერი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მილიარდერი. 2000 წელს ის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ჟურნალი Forbes მის ქონებას 318 მილიარდ დოლარად აფასებდა.

თუმცა, ბიზნესში არ არსებობდა ადამიანი უფრო დაუნდობელი და მკაცრი. ამასთანავე, ის ნახევარი საუკუნის მანძილზე თავისი მეუღლის ერთგული და მოსიყვარულე იყო, ხოლო ღამღამობით შვილებს უწმენდდა ცრემლებს.

Фотография: Джон Рокфеллер и Лаура Спелман: миллиарды, строгая экономия и 50 лет семейной идиллии №3 - BigPicture.ru
სახლი, სადაც როკფელერი დაიბადა

როკფელერი ღარიბ ოჯახში დაიბადა და მას მთელი ბავშვობა მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამხდარიყო მდიდარი. მეწარმის პირველი ნიშნები პატარა ასაკშივე გამოუჩნდა, მამის დახმარებით. უკვე შვიდი წლის ასაკში ჯონი წარმატებით ყიდულობდა მაღაზიაში კანფეტებს და შემდეგ ცალობით ყიდდა მათ თავის დებთან – ამით საკუთარ კაპიტალს ამდიდრებდა.

ინდაურების გაზრდით, ის ძალიან კარგად ითვლიდა ხარჯებს და შესაძლო მოგებას. 16 წლის ასაკში ჯონ როკფელერმა, მშობლების რეკომენდაციით, აირჩია სამთვიანი სასწავლო კურსი სავაჭრო სკოლაში, უნივერსიტეტის მაგივრად. თავად მილიარდერი არასდროს ნანობდა ამას.

Фотография: Джон Рокфеллер и Лаура Спелман: миллиарды, строгая экономия и 50 лет семейной идиллии №5 - BigPicture.ru
ჯონი 18 წლის ასაკში

კურსების დამთავრების შემდეგ მან ბუღალტრის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. მიუხედავად თავისი სანუკვარი სურვილისა – გამდიდრებულიყო, ჯონ როკფელერი ძალიან მორწმუნე ადამიანი გახლდათ. ეს დედის დამსახურება იყო, რომელიც შვილთან ერთად ხშირად დადიოდა ეკლესიაში. 18 წლის ასაკში ის ეკლესიის მამასახლისად აარჩიეს და ჯონმა შეაგროვა 2000 დოლარი ეკლესიის ვალის დასაფარად. 

ლაურა ჯონმა ჯერ კიდევ კურსებზე სწავლისას გაიცნო. გოგონას ოჯახი არ ითვლებოდა ღარიბად, ამასთანავე მისი მამა აქტიურად იბრძოდა ფერადკანიანთა უფლებებისთვის. თვითონ ლაურა, გარდა იმისა, რომ მამას მხარს უჭერდა, ქალების სწავლის უფლებების დაცვისთვისაც იბრძოდა. ლაურა ძალიან ერთგული იყო და ჯონ როკფელერის კარგი მეუღლის ყველა წარმოდგენას ესადაგებოდა. გარდა ამისა, ლაურა ძალიან ჰგავდა ხასიათით ჯონის დედას. როკფელერი აღნიშნავდა: „მისი რჩევების გარეშე, მე ისეთივე ღარიბი დავრჩებოდი“.

შეყვარებული ერთად დადიოდნენ ეკლესიაში, დროგამოშვებით ერთად კითხულობდნენ წიგნებს. გოგონა იღებდა ყველანაირ ყურადღებას, თუმცა თვლიდა, რომ ოჯახი მხოლოდ ძლიერი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეექმნათ. ჯონმა ლაურას ხელი 118-დოლარიანი ბეჭდით სთხოვა. 1864 წლის შემოდგომას როკფელერი და სპელმანი ცოლ-ქმარი გახდნენ. საქორწინო მოგზაურობა მათ ნიაგარას ჩანჩქერზე ჰქონდათ, ხოლო დაბრუნების შემდეგ დაიწყეს საკუთარ ოჯახზე მუშაობდა, რომელიც როგორც თვლიდნენ გარკვეული წესების მიხედვით უნდა ემართათ.

Фотография: Джон Рокфеллер и Лаура Спелман: миллиарды, строгая экономия и 50 лет семейной идиллии №6 - BigPicture.ru
ლაურა სელესტინა სპელმანი

ჯონის და ლაურას თავსებადობა უბრალოდ ფენომენალური იყო. ისინი გამოირჩეოდნენ ეკონომიურობით. ლაურასთვის სამი ძირითადი პოსტულატი გახდა ოჯახი, სახლი და ეკლესია. ჯონის წარმოდგენებით, ყველაფრის საწყისი უნდა ყოფილიყო დისციპლინა, მოწესრიგებულობა, ეკონომია და ანგარიში. კვირადღის მსახურების გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.

ლაურამ ხუთი შვილი გააჩინა, მაგრამ ერთ-ერთი ქალიშვილი ჯერ კიდევ ჩვილობისას გარდაიცვალა. ჯონი ძალიან მოსიყვარულე მამა აღმოჩნდა, ის ღამე საწოლიდან მეუღლეზე ადრე დგებოდა ატირებული შვილის დასამშვიდებლად. სამი ქალიშვილი და ვაჟი მათ მკაცრი წესების დაცვით აღზარდეს. ბავშვები პატარა ასაკიდანვე სწავლობდნენ ფულის გამომუშავებას.

Фотография: Джон Рокфеллер и Лаура Спелман: миллиарды, строгая экономия и 50 лет семейной идиллии №12 - BigPicture.ru
ჯონ როკფელერი ვაჟთან ერთად 1915 წელს

1914 წელს ჯონ და ლაურა როკფელერებმა თანაცხოვრების ოქროს იუბილე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულზე ჯონი ღმერთს მადლობას უხდიდა თავისი მეუღლისთვის, რომელიც მის გვერდით მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო. უკანასკნელი წლები ლაურა ავადმყოფობდა და თითქმის არ დგებოდა ლოგინიდან. ჯონი უკვე ჩამოშორებული იყო თავის საქმეებს, ამიტომ შეეძლო მუდამ თავისი მეუღლის გვერდით ყოფილიყო.

ლაურა როკფელერი 1915 წელს გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, ჯონმა საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც დღემდე მოქმედებს. ჯონმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 20 წელი იცოცხლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები