70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი ერთ დღეს გარდაიცვალნენ – წარმოუდგენელი ისტორია აშშ-დან
თუკი თვლით, რომ სიყვარული კუბოს კარამდე არ არსებობს, მაშინ ისტორია, რომელიც აშშ-ის შტატ ვირჯინიაში მოხდა, ზუსტად თქვენთვისაა. იქ მოხუცებული წყვილი, რომელმაც ერთად 70 წელი გაატარა, ერთ დღეს გარდაიცვალა. ექიმები შოკირებულები არიან ამ შემთხვევით, მაგრამ აღიარებენ კიდეც, რომ მეცნიერებაში ასეთი შემთხვევები აღწერილია, როგორც „გატეხილი გულის სინდრომი“.
რაიმონდი ძილში გარდაიცვალა სიმსივნისგან 90 წლის ასაკში. მისი 86 წლის მეუღლე კეტლინი მის გვერდით დაწვა საწოლზე და ისიც გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე კი წყვილმა თანაცხოვრების 70 წლის იუბილე აღნიშნა.
რაიმონდი ძალიან დიდხანს იმყოფებოდა სპეციალიზებულ კლინიკაში, შემდეგ ექიმებს სთხოვა, რომ მეუღლესთან სახლში გაეშვათ იუბილეს აღსანიშნავად.
მან დამირეკა და მითხრა: „მე მთელი დღე და ღამე ვლოცულობდი, რომ ეს საავადმყოფო დამეტოვებინა და დილით მე აქედან წავალ“. ჰყვება წყვილის შვილი, რომელმაც ერთ დღეს ორივე მშობელი დაკარგა.
ეს მათ იუბილემდე ერთი დღით ადრე იყო. იუბილე მოხუცებმა ვიწრო, ოჯახურ წრეში აღნიშნეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ რაიმონდი ძილის დროს გარდაიცვალა. როდესაც კეტლინმა გარდაცვლილი მეუღლე ნახა, ქალიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებდა.
ერთი საათის მერე რაიომონდის და კეტლინის შვილებმა გაიგეს, რომ მათი დედაც მამის გვერდით დაწვა და იქვე გარდაიცვალა. ქალის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე არ მივცემ მას ნებას, რომ მარტო წავიდეს“.
წვილმა ერთად ბედნიერი წლები გაატარა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ, 6 შვილიშვილი და 17 შვილთაშვილი. უფროსმა ვაჟმა თქვა, რომ ძალიან დათრგუნულია მათი გარდაცვალებით, თუმცა არ უკვირს, რომ ისინი ერთ დღეს გარდაიცვალნენ, რადგან მათ არ უნდოდათ განშორება.