„სიკვდილის მუზეუმი“ პალერმოში

კაპუცინების კატაკომბები – პალერმოში, სიცილიაზე მდებარეობს, სადაც 8 ათასზე მეტი ადამიანის ცხედარია მოთავსებული. დიდწილად ეს ადგილობრივი ელიტაა, გამოჩენილი მოქალაქეები – სასულიერო პირები, არისტოკრატები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ეს მუმიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა – ჩონჩხებად ქცეული, მუმიფიცირებული, ბალზამირებული სხეულები, რომლებიც იქ არის მოთავსებული, კომპოზიციებს ქმნის.
XVI საუკუნის ბოლოს კაპუცინების მონასტრის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა და გაჩნდა შესაბამისი პარამეტრების სასაფლაოს შექმნის აუცილებლობა. ამისთვის გამოიყენეს კრიპტა, რომელიც მონასტრის ქვეშ მდებარეობდა. 1599 წელს იქ დაკრძალეს ძმა სილვესტრო, ხოლო შემდეგ ადრე დაღუპული რამდენიმე მონაზვნის ცხედარი გადმოასვენეს. წლების შემდეგ კრიპტას სივრცე ვიწრო გახდა და კაპუცინებმა თანდათან გრძელი დერეფანი გამოთხარეს, რომელშიც დაღუპულ მონაზვნებს 1871 წლამდე ასაფლავებდნენ.
ქველმოქმედები და მონასტრის შემწირველებიც გამოთქვამდნენ სურვილს, რომ კატაკომბებში დაეკრძალათ. მათ დასაკრძალად დამატებითი დერეფნები გამოითხარა. კაპუცინების კატაკომბები დასაფლავებისთვის ოფიციალურად მხოლოდ 1882 წელს დაიხურა. სამი საუკუნის განმავლობაში ამ თავისებურ სასაფლაოზე პალერმოს 8000 მოსახლე დაიკრძალა. ესენი იყვნენ: სასულიერო პირები, მონაზვნები და ა.შ. 1880 წლის შემდეგ, გამონაკლისის სახით. კატაკომბებში კიდევ რამდენიმე ადამიანის ცხედარი მოათავსეს, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-კონსულის, ჯოვანი პატერნიტის და ორი წლის როზალინ ლომბარდოსი, რომელთა ნეშტებიც კატაკომბების მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
კატაკომბების ყველაზე ცნობილ ნაწილს წარმოადგენს წმინდა როზალის სამრეკლო. სამრეკლოს შუაში განსვენებულია თავად ორი წლის როზალინ ლომბარდო, რომელიც 1920 წელს ფილტვების ანთების შედეგად დაიღუპა. როზალის მამა ძალიან განიცდიდა მომხდარს და ექიმ ალფრედო სალაფის მიმართა, რათა მისი ქალიშვილის ცხედარი უხრწნელი შეენარჩუნებინა. წარმატებული ბალზამირების შედეგად, რომლის საიდუმლოებაც სალაფის არ გაუმხელია, ცხედარი უვნებელი შენარჩუნდა.
მისი საიდმულო ახლახან ამოხსნა იტალიელმა მეცნიერმა. სალაფის დღიურის მიხედვით, მის შემადგენლობაში შედის ფორმალინი, სპირტი, გლიცერინი, თუთია და სხვადასხვა ინგრედიენტები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები