როგორ გახდა ქუჩის ყაჩაღი მსოფლიო ბრენდების სახე – ჯერემი მიქსის ისტორია
ჯერემი მიქსი 80-იან წლებში დაიბადა ნარკოტიკზე დამოკიდებული მშობლების ოჯახში. მისი დედა ჰეროინს ორსულობის დროსაც კი მოიხმარდა. ქალი ჯერემის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ სახლიდან მეუღლეს გამოექცა და ყველა შვილი თან წაიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭის მამას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მეუღლის მეგობრის მკვლელობისთვის.
ბიჭუნა თითქმის სულ ქუჩაში იზრდებოდა. ქუჩური გარჩევები და ყაჩაღობა – 15 წლის ასაკში ჯერემი სახლიდან წავიდა და Crips-ის ბანდიტურ დაჯგუფებას შეუერთდა. მიქსი ბანდის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული, ის ძარცვავდა და თავს ესხმოდა ხალხს. 16 წლის პირველად მოხვდა ციხეში, შემდეგ მისი სასჯელის საერთო ვადა 10 წლამდე გაიზარდა.
ჯერემის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა. მორიგი დაპატიმრების დროს მას ფოტო გადაუღეს. ცისფერთვალება პატიმრის ფოტო სოციალურ ქსელში მოხვდა, რამაც ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო. გავარდა ხმა, რომ Versace და Armani მზად იყვნენ, მომხიბვლელი დამნაშავე საკუთარი ბრენდის სახე გაეხადათ. მოსამართლეს დააინტერესა, შეძლებდა თუ არა ახალგაზრდა, გამოეყენებინა ეს უნიკალური შანსი და მის პატიმრობის ვარდა 63-დან 27 თვემდე შეამცირა.
2016 წელს მიქსი ციხიდან გამოვიდა და სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა ხელშეკრულება. უკვე 2017 წელს ჯერემი Pilipp Plein-ის შოუში გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა შესაძლო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა სოციალურ ქსელში.