ბერლინის „ღამის ცხოვრების ლეგენდა“ და ბერლინის „უხუცესი ჰიპსტერი“ – ვინ არიან გიუნტერი და ბრითი
„სიბერეში ცხოვრება მხოლოდ იწყება“. ასეთი დევიზით ცხოვრობს ბერლენილი წყვილი ბრით კანია და გიუნტერ კრაბენჰოფტი. მიუხედავად ასაკისა, წყვილი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს: სტუმრობს სხვადასხვა ღონისძიებას და დადის საცეკვაო საღამოებზე.
პენსიონერი მამაკაცი, სოციალურ ქსელში ცნობილი როგორც „ბაბუა-ჰიპსტერი“, ჟურნალისტებს უყვება, რომ ყოველთვის იყო მოდით გატაცებული, მაგრამ მშობლების ზეწოლის გამო, ვერ შეძლო გამხდარიყო სტილისტი. გიუნტერი დაიბადა 1945 წელს ჰანოვერში და ოთხ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. შემდეგ ისწავლა მზარეულობა, საცხოვრებლად ბერლინში 1970 წელს გადავიდა, 25 წლის ასაკში დაქორწინდა, 10 წლის შემდეგ განქორწინდა. საკუთარი პროფესიით, მან 50 წელი იმუშავა და შეფის წოდებამდეც მიაღწია. შემდეგ პენსიაზე გავიდა. ქორწინებიდან მას ქალიშვილი დარჩა, ხოლო ქალიშვილის ორი შვილი ჰყავს. ასე რომ, გიუნტერი მართლაც ბაბუაა.
2015 წლის ზაფხულში გიუნტერს დიდება ეწვია. მისი ფოტოები მთელ მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით. ბერლინელი პენსიონერს „ბერლინის უხუცესი ჰიპსტერი“ უწოდეს. საუბარია ფოტოზე, რომელიც ივლისშია გადაღებული, ბიორნ აკსტინატისმიერ გერმანული მოდური ბლოგისთვის – Shickaa.
ინტერვიუში გიუნტერი ამბობდა, რომ არ იცოდა ფოტოგრაფის სახელი, რომელმაც რეზონანსული ფოტოები გადაიღო: „მინდოდა მეკითხა, რა ბედი ეწეოდა ფოტოებს, მაგრამ ინგლისურად ცუდად ვსაუბრობდი“.
ასევე გიუნტერმა ახსენა, რომ თავიდანვე არ დათანხმებია ფოტოების გადაღებას. პერსონალურ ბლოგში გიუნტერი წერდა: „მე ყოველთვის ასე ვიცვამდი: როდესაც სამსახურში მივდივარ, როდესაც ვვარჯიშობ. მინდა,ჩემს თავს სიამაყით ვუყურო, ეს ყოველთვის ჩემი შინაგანი სამყაროს ანარეკლია“.
გიუნტერის თქმით, ის ბევრ ფულს არ ხარჯავს ტანსაცმელზე: „ძირითადად, ძველმანებით დავდივარ“.
თუმცა, როდესაც ის რაიმე ახალს იძენს, მართლაც აბანდებს ამ ნივთში:
„დედაჩემი ამბობდა, რომ ჩვენ ზედმეტად ცოტა ფული გვაქვს იმისთვის, რომ იაფი ნივთები შევიძინოთ“.
ინტერვიუერის კითხვაზე, რატომ მუშაობდა ის მზარეულად და არა დიზაინერად ან სტილისტად, მამაკაცი ამბობს: „ჩემთვის ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მივეკუთვნები მეამბოხეებს. მე ვაკეთებდი იმასაც, რასაც ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ. შესაბამისად, უბრალოდ მზარეული ვიყავი. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი რიგზე იყო. ჩვეულებრივი სამსახური მქონდა“.
როგორც ბევრი სხვა, ისე გიუნტერიც, სტილის შეგრძნებით არ დაბადებულა. ლამაზად ჩაცმის ნიჭი მას თანდათან უვითარდებოდა.
ბრით კანია — კრეატიული და მოდური „ბებია“ ბერლინიდან, რომელიც 1951 წელს დაიბადა, street style ფოტოგრაფებისთვის ცნობადი და საყვარელი პერსონაა.
ახალგაზრდობაში ის პროფესიონალი მოცეკვავე იყო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა. 1980-იანი წლებში ბრითი ცნობილი კლუბის, 90°-ის თანადამფუძნებელი გახდა. კლუბმა სახელი თავისი თემატური საღამოებით და მასშტაბური მოვლენებით გაითქვა. ის ყველაზე საინტერესო ადამიანების კონცენტრაციის ადგილი გახდა. იმ დროიდან ბრითი ბერლინის ღამის ცხოვრების ლეგენდად იქცა. მისი ისერსახე კლასიკური გრაციის, ეგზოტიკურობის და არაჩვეულებრივი იუმორის შერწყმაა.