70 წლის პენსიონერმა საკუთარი ავტომობილი ხელოვნების ნიმუშად აქცია

70 წლის პენსიონერმა ბოსნია და ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მომირ ბოჟიკმა სახელი გაითქვა თავისი უცნაური ავტომობილის მეშვეობით. მისი მანქანა უნიკალურია და გამოიყურება როგორც სამუზეუმო ექსპონატი.

მისი ავტომობილი Volkswagen juke 1975 წლის გამოშვებისაა და დაფარულია მუხის ხის 50 000 ფირფიტით. რომელიც თევზის კანს ჰგავს. იმისთვის, რომ თავისი ავტომობილი ხის „გამხდარიყო“, მამაკაცს 2 წელი დასჭირდა.

ავტომობილის კორპუსი, მისი შიდა მოპირკეთება, საჭე, პანელები, სატერფულები, საქარე მინის საწმენდები, უკანა ხედვის სარკე – მომირ ბოჟიკის მანქანაში ყველაფერი ხისგან არის შესრულებული. თვითონ Volkswagen-ის ნიშანიც ხის არის.

ოცნების ასრულებაში პენსიონერს მისი მეუღლე ეხმარებოდა: „მე და ჩემს მეუღლეს შეგვეძლო რამდენიმე დღეში გამოგვეჭრა დეტალები, მაგრამ ჩემთვის დროს არანაირი აზრი არ ჰქონდა. მე პერფექციონისტი ვარ, ამიტომ ვთვლი, რომ დეტალების სიზუსტე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დროზე დარდი“, – ჰყვება მომირი.

ბევრი მომირს უცნაურ ადამიანად მიიჩნევს და არ ესმის, რისთვის არის საჭირო ხის ავტომობილი. ასეთი ადამიანების საპასუხოდ ის იღიმის და ამბობს, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს იმისგან, თუ რასაც აკეთებს.

მიუხედავად თავისი უცნაურობისა, Volkswagen juke სრულიად ფუნქციურია. მომირ ბოჟიკი სიამოვნებით დადის ავტომობილით და ხალხის გაოგნებულ სახეებს გამუდმებით ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები