როგორ გამოიყურებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები 1940-იან წლებში
XX საუკუნის პირველ ნახევარში კანადის ქალაქი მონრეალი ცნობილი იყო, როგორც სექს-ტურიზმის დედაქალაქი ჩრდილოეთ ამერიკაში. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს იქნა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონების ფოტოები 1940 წლის არქივიდან, რომლებიც კლიენტებს ემსახურებოდნენ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ომი მძვინვარებდა.
მონრეალს მაშინ გარყვნილების ადგილს უწოდებდნენ: ზოგიერთში ეს იწვევდა ზიზღს, ხოლო სხვებს ძალიან იზიდავდა. დღევანდელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის იერსახე ძირეულად განსხვავდება იმისგან, თუ როგორები იყვნენ ისინი 70-80 წლის წინ.
ბორდელების და სათამაშო სახლების დიდმა რაოდენობამ მონრეალი ეგზოტიკური დასვენების დედაქალაქად აქცია. 1933 წელს აშშ-ში მშრალი კანონი გააუქმეს. მონრეალმა მაშინვე დაიწყო თავისი მიმზიდველობის დაკარგვა და აშშ-დან ტურისტების ნაკადი შემცირდა. 1940 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ აქტიური ბრძოლა დაიწყო კორუფციასთან და უკანონო ბიზნესთან მონრეალში, რამაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის დაპატიმრება გამოიწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქალები ცდილობდნენ მოდურად ჩაეცვათ. 1930-იან წლებში ამ კანადურ ქალაქში დაახლოებით 5 ათასი რეგისტრირებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, ხოლო კიდევ 15 ათასი დროებით მუშაობდა მეძავად.
2 საათი მეძავთან ერთად 30-იან წლებში 5 ამერიკული დოლარი ღირდა – დღეს ეს თანხა 80-85 დოლარს უდრის.