პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
29 დეკემბერს, ქარელში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა – გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. პატარების საზეიმო განწყობაზე ზრუნავდნენ სხვადასხვა ზღაპრის გმირები.
გაიმართა კონცერტი ადგილობრივი, შემსრულებლების მონაწილეობით.
მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დ საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ.
საახალწლო ღოინისძიება დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით და კონცერტით,რომელშიც მონაწილეობდნენ ნინი ქარსელაძე, დუეტი „ლეონი” და ჯგუფი „ფრანი”.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.