„როგორ მოვიშინაურეთ კაჭკაჭი“ – ნამდვილი ამბავი ადამიანებისა და ფრინველის მეგობრობაზე

ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრალიის ქალაქ ნიუპორტიდან ერთხელ კაჭკაჭი გადაარჩინა სიკვდილს, გამოკვება და გაზრდა ის. შემდეგ ფრინველი მათი სამუდამო, ერთგული მეგობარი გახდა. ჩიტს სახელად პინგვინი დაარქვეს.

მშობლები: კამერონი და სემი, ასევე მათი შვილები – რუვიმი, ნოი და ოლი ძალიან ბედნიერები იყვნენ ამ ფაქტის გამო.

2013 წელს 11 წლის ნოიმ საქალაქო ბიბლიოთეკასთან ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი იპოვა. ის ვერ ფრინდებოდა და მიწაზე დახტოდა. ბიჭმა ბარტყი სახლში მიიყვანა და ოჯახმაც ის გაზარდა. მას შემდეგ, რაც „პინგვინი“ გაიზარდა, სრულიად გამოჯანმრთელდა და გარეთ გაუშვეს, მაგრამ ჩიტი ყოველთვის ბრუნდებოდა და ეს დღემდე ასეა.

„პინგვინს“  ბურთით თამაში, სახლში სეირნობა და თავისი მეგობრების მხრებზე ჯდომა უყვარს. ყოველდღე, სანამ თავის „საქმეებზე“, გაფრინდება კაჭკაჭი ელოდება, როდის წავლენ ოჯახის წევრები თავიანთ საქმეებზე.

შუადღეს  ის სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს ხვდება.

„ეს იგივეა, როცა ძაღლი სიხარულით კუდს აქიცინებს პატრონის დანახვისას. ზუსტად ასეა პინგვინიც, ტოტზე ზის და ფრთებს გვიქნევს“, – ამბობს კამერონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები