ის უიმედო ავადმყოფებს კურნავდა, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ე.წ. „მასაჩუსეტსის ექსპერიმენტის“ გამო, მაგრამ დასჯამდე ორი დღით ადრე მან საპატიმრო კამერაში თავი მოიწამლა ციანიდით, რომლის ამპულაც პაციენტმა შემოუტანა. ცოტა ხნის წინ „მასაჩუსეტსის ფსიქოლოგიის და ნევროპათოლოგიის უნივერსიტეტმა“, სადაც ექიმი როჯერსი მუშაობდა, ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ექსპერიმენტს დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს და რომ მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა.

აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის რექტორმა, ფილ როზენტერნმა ბოდიში მოუხადა ჯეიმს როჯერსის ნათესავებს. საქმე ისაა, რომ ექიმი ჯეიმს როჯერსი იყენებდა თავის მიერ შემუშავებულ უნიკალურ მეთოდს უიმედოდ დაავადებულთა განსაკურნებლად. ის მათ პარანოიას ამძაფრებდა  იქამდე, სანამ პარანოიის ახალი დონე წინას არ გამოასწორებდა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, თუკი ადამიანი იძახდა, რომ მის ირგვლივ ყველგან ხოჭოები დაღოღავდნენ, ექიმი როჯერსი ეუბნებოდა, რომ ეს ასეც იყო და მთელი მსოფლიო ხოჭოებით გახლდათ დაფარული. ზოგიერთი, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანი, მათ ხედავს, ხოლო სხვები იმდენად მიეჩვივნენ ამას, რომ უბრალოდ ვერ ამჩნევენ. სახელმწიფომ ეს ყველაფერი იცის და საიდუმლოდ ინახავს, რათა პანიკას აარიდოს თავი.

ადამიანი ექიმის ოთახიდან გამოდიოდა სრულიად დარწმუნებული, რომ მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა. ეგუებოდა და ცდილობდა არ შეემჩნია ხოჭოები. რაღაც დროის მერე ის საერთოდ ვეღარ ხედავდა მათ.

სასამართლოზე გამოვიდა ვინმე აარონ პლატნოვსკი, რომელიც დაავადებული იყო კოგნიტური-ენფაიზური აშლილობით. ის თვლიდა, რომ ჟირაფი იყო. მას არც ლოგიკური მსჯელობა, არც სურათზე მისი ჟირაფთან შედარება არ შეველოდა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. მან საუბარი შეწყვიტა და უარს აცხადებდა, მიეღო სხვა საკვები, გარდა ფოთლებისა.

ექიმმა როჯერსმა ერთ-ერთ ნაცნობ ბიოლოგს სთხოვა, დაეწერა პატარა სტატია, რომელშიც ასე თუ ისე მეცნიერულად ახსნილი იქნებოდა, რომ სამყაროში არსებობს ჟირაფი, რომელიც პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებდა ადამიანებისგან.

უფრო სწორად, განსხვავება არსებობს – ოდნავ უფრო დიდი გული, ოდნავ პატარა ნაღველი, მაგრამ ქცევა, იერი და აზროვნებაც ერთმანეთს ემთხვევა. ხოლო მეცნიერები ამ ინფორმაციას არ ავრცელებენ ისევ და ისევ პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს სტატია კი, ვისაც არ უნდა წაეკითხა, მაშინვე უნდა დაეწვა. დაავადებულმა ის წაიკითხა, დამშვიდდა და სოციალიზაციის პროცესში ჩაერთო.

სასამართლოს სხდომის დროს ის კოლორადოში მსხვილ ფირმაში მუშაობდა, მაგრამ სასამართლომ როჯერსი თაღლითად ჩათვალა, ხოლო ექსპერიმენტი – არაჰუმანურად. როჯერსს უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს. 

მან უარი თქვა უკანასკნე სიტყვებზე, მაგრამ დაწერა წერილი და მისი გამოქვეყნება რომელიმე გაზეთში ითხოვა. წერილი The Massachusetts Daily Collegian-ში გამოაქვეყნეს. 

ის მთავრდებოდა სიტყვებით:

თქვენ ძალიან მიეჩვიეთ იმ აზრს, რომ სამყაროს ყველა ერთნაირად აღიქვამს, მაგრამ ეს ასე არ არის. თუკი თქვენ შეიკრიბებით ერთად და მოუყვებით ერთმანეთს ყველაზე ჩვეულებრივ და თვალსაჩინო აღქმებს, მაშინ მიხვდებით, რომ ყველა სხვადასხვანაირ სამყაროში ცხოვრობთ. და მხოლოდ თქვენი კომფორტი განსაზღვრავს თქვენს ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს.

ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ის ჟირაფია, ისეთივე ნორმალურია ამ სამყაროსთვის, როგორც ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ბალახი მწვანეა, ხოლო  ცა – ლურჯი. ზოგიერთ თქვენგანს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის, ზოგს – ღმერთის, ზოგს – დილის საუზმის და ფინჯანი ყავის.

საკუთარ რწმენასთან ჰარმონიაში ცხოვრებისას თქვენ სრულიად ჯანმრთელები ხართ, მაგრამ როგორც კი თქვენი შეხედულებების დაცვას დაიწყებთ – ღმერთისადმი რწმენა ადამიანის მკვლელობას გაიძულებთ, უცხოპლანეტელების არსებობის რწმენა  გამოიწვევს გატაცების შიშს, ხოლო ფინჯანი ყავისადმი რწმენა დილაობით  – თქვენი სამყაროს ცენტრი გახდება და ცხოვრებას დაგინგრევთ.

ფიზიკოსი გეტყვით იმის არგუმენტებს, რომ ცა ლურჯი არ არის, ხოლო ბიოლოგი დაგიმტკიცებთ, რომ ბალახი მწვანე არაა. საბოლოოდ, თქვენ ერთ-ერთზე დარჩებით ცარიელ, ცივ და სრულიად უცნობ სამყაროსთან, როგორსაც, დიდი ალბათობით, წარმოადგენს კიდევაც ჩვენი სამყარო. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ დაახასიათებთ თქვენს სამყაროს. სანამ თქვენ ამის გჯერათ – ის იარსებებს, მაგრამ სანამ თქვენ მათ არ ებრძვით – ისინი საშიშები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები