ბათუმში საახალწლო კონცერტი დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება – მთავარი ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე აინთება

ბათუმში საახალწლო კონცერტი დღეს, 25 დეკემბერს 18:00 საათიდან დაიწყება, მთავარი ნაძვის ხე, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე აინთება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

“საზეიმო კონცერტი 18:00 საათიდან დაიწყება. საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ლურჯი იალქანი და პარამიტა.

ხოლო 20:00 საათზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ, გაიმართება გალაკონცერტი. ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან რანინა და ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად. დღესვე გაიხსნება „საახალწლო ეზო” და გამოფენები.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც  სხვადასხვა კულტურული და საბავშვო ღონისძიება, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამებია დაგეგმილი. ხოლო 30 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის ქუჩებში საახალწლო ქარავანი იმოძრავებს. რაც შეეხება გალა კონცერტებს, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამესა და 7 იანვარს  გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 25 დეკემბერს 18:00-დან ღამის 2 საათამდე უფასოდ იმოძრავებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები