საჩხერეში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩხერეში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.

მათივე ცნობით, მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ მიულოცეს.

„ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა კონცერტი წარმოადგინეს. სანტა კლაუსმა პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრა.

27 დეკემბერს რკინიგზის მოედანზე გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#ნაძვისხეაინთო

#ახალიწლისდღეები2023

#ერთადშევეგებოთახალწელს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები