მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებული ქალაქის  ცენტრალური ნაწილი სხვადასხვა საახალწლო დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით განათდა.

მათივე ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ფლეშმობი მოეწყო, ანსამბლმა „გვირილები“ მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ვიოლინოს სოლო შემსრულებელი. პატარების განწყობაზე ანიმაციური ფილმების პერსონაჟები ზრუნავდნენ. ასევე პატარებს თოვლის ბაბუა მიესალმა და მათ საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

DCIM100MEDIADJI_0111.JPG

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები