მეხანძრე მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილ იქნა 40 წლამდე მცხოვრები. კონტაქტურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
„112-ში რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდნენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები. ადგილზე დაგვხვდა 3-სართულიანი საცხოვრებელი ბინის კუთხის მონაკვეთი ჩამოშლილი. მეხანძრე მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილ იქნა 40 წლამდე მცხოვრები. კონტაქტურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ნანგრევებში არავინ არ არის მოყოლილი, თუმცა დამატებით მიმდინარეობს გადამოწმება. ადგილზე ამ დროისთვის 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით მოხდა კორპუსის სრულად დაცლა“ , – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.