კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 73 წლის ქალი. ის 83 წლის მაზლმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მათ ქონებრივი დავა ჰქონდათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.