უჩანეიშვილის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების გამო, მიკროავტობუსი N450 მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც ამ დროისთვის ქუჩა გადაკეტილია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიკროავტობუსი N450, რომელიც გადაადგილდება აღნიშნულ ტერიტორიაზე, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები