ადამიანი ორი თავით – პასკუალ პინიონის პორტრეტები, ХХ საუკუნე
პასკუალ პინიონი (1889-1929) – ცნობილი, როგორც ორთავიანი მექსიკელი, სელს-ფლოტოს ცირკის მსახიობი იყო 1900-იანი წლების დასაწყისში. პინიონი ტეხასში რკინიგზაში მსახურობდა, როდესაც ის ცირკის წარმომადგენლებმა შენიშნეს და თავიანთ შოუში მიიწვიეს. ამ ადამიანის უნიკალური იერსახის ვერ დანახვა შეუძლებელი იყო.
საქმე ისაა, რომ პინიონს უზარმაზარი სიმსივნე ჰქონდა (კეთილთვისებიანი კისტა) თავზე. შოუსთვის მას სპეციალურად გაუკეთეს ცვილისგან დამზადებული სახე და მიამაგრეს სიმსივნეზე იმისთვის, რომ ჩანდეს, თითქოს, მას ორი თავი აქვს.
პასკალ პინიონი ამ ნომრით რამდენიმე წელი დადიოდა გასტროლებზე. შემდეგ ცირკის ხელმძღვანელმა მას ოპერაცია აუნაზღაურა და სიმსივნე მოკვეთეს, ხოლო პინიონი უკან, ტეხასში დაბრუნდა.