წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. არსებული ცნობით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.